დახმარება

3 ყველაზე დიდი შეცდომა დამწყებთათვის«  დახმარების გვერდზე დაბრუნება

რეკომენდაციები ჩვენი გუნდისგან

ახალ მომხმარებლებს Qbid ზე სჭირდებათ გარკვეული დრო, იმისათვის, რომ გაერკვიონ როგორ მუშაობს ეს პლატფორმა და დაიწყონ მოგება. ჩვენ გუნდს არ უყვარს როდესაც ახალ მომხმარებლებს უჭირთ ჩვენი ინოვაციური აუქციონთ სარგებლობა. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ შეგიძლიათ იშოპინგოთ სხვა ნებისმიერ ადგილას, შესაბამისად ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საიტით წარმატებით ისარგებლოთ და სასიამოვნო დრო გაატაროთ. ამ სტატიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა რეკომენდაციებს იმისთვის, რომ სწრაფად დაიწყოთ მოგება.
დავიწყოთ 2 სცენარით, რაც საკმაოდ ხშირად გხვდება:
სცენარი 1: მომხარებელმა შეიძინა 20 ლარის ღირებულების ბიდები, რადგან მას სურდა ახალი ლეპტოპის მოგება. "მაგარია!" გიომ იფიქრა. "მე 20 ლარის ბიდების მოვიგებ ლეპტოპს და ამით დიდ მოგებაში გავალ!".
ამის შემდეგ მან ყველა ბიდი დახარჯა ლეპტოპის აუქციონზე, მაგრამ დარჩა ლეპტოპის გარეშე."მე არ მომწონს Qbid!, მე ვერ მოვიგე ლეპტოპი 20 ლარის ბიდებით, აქ აღარ დავბრუნდები!".
ამ შემთხვევაში ორივე ვარ წაგებულები, რადგან გიომ ვერ მოიგო ლეპტოპი და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მომხმარებელი.

სცენარი 2: სალიმ წაიკითხა ჩვენი აუქციონის შესახებ და ჩვენი დაბალი ფასებით მოხიბლულმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო გათამაშებაში. "ეს არ გამოიყურება eBay-სგან განსხვავებულად, ვცდი, საინტერესო ჩანს"სალი ყიდულობს 10 ლარის ღირებულების ბიდებს, ხოლო როდესაც ის მაშინვე, ყოველგვარი ტაკტიკის გარეშე გაფლანგავს ყველა ბიდს, აღმოაჩენს, რომ "ეს არ არის eBay-სნაირ აუქციონი, იქ ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს". რის შედეგადაც ის აღარ შემოდის ჩვენს აუქციონზე და კარგავს შანსს მოიგოს ნივთები წარმოუდგენელ ფასად. ესეც მეორე სევდიანი ისტორია.
ესეთი ისტორიები ძალიან ხშირია. წაგება ნამდვილად ყველასათვის არასასიამოვნოა. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი რომელიმე მომხმარებელი წავიდეს ხელცარიელი როგორც გიო და სალი, რომლებმაც თავისივე შეცდომის გამო მიიღეს ცუდი გამოცდილება.
1) არარეალისტური მიზნების დასახვა
მომხმარებლებმა მიზნად უნდა დაისახონ მაქსიმალურად რეალური შედეგები. თუ მომხმარებელი არის ახალი დარეგისტირებული აუქციონზე და არ გააჩნია არანაირი გამოცდილება მსგავს აუქციონებზე, მან არ უნდა ელოდოს, რომ პირველივე ცდაზე 20 ბიდით მოიგებს ძვირადღირებულ ლეპტოპს, თანაც ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს არ არის შესაძლებელი, მაგრამ შანსი გაცილებით ნაკლებია. უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი კონკურენტები შესაძლებელია იყვნენ საკმაოდ გამოცდილი მომხმარებლები.
ყველას უყვარს ბევრის დაზოგვა, მაგრამ როდესაც პირვლად ვიწყებთ თამაშს, სასურველია, რომ დავიწყოთ შედარებით მცირე აუქციონებით, და შემდეგ გადავიდეთ უფრო მსხვილებზე.
2) თავიდანვე დიდ აუქციონებზე გასვლა
პირველივე ცდაზე ყველაზე პოპულარულ ნივთზე დაბიდვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ ტიპის აუქციონებზე დიდი კონკურენციაა, ხოლო უმეტესი მონაწილე კარგად გამოცდილია. როდესაც გაეცნობით საიტის მუშაობის წესებს და რამდენიმე აუქციონზე მიიღებთ მონაწილეობას, მაშინ უკვე თავისუფალდ შეძლებთ ნებისმიერ აუქციონში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებას. საშუალოდ, მსხვილი ტექნიკის და ძვირადღირებული ნივთების მოსაგებად, მომხმარებელი ხარჯავს ამ ნივთის ღირებულების 5–10%.
3) გამოიყენეთ ავტობიდერი
ხშირად მომხმარებლები ვერ ასწრებენ ბიდის განთავსებას, რის გამოც აუქციონს იმარჯვებს სხვა მომხმარებელი. თავის დასაზღვევად და დროის მოგების მიზნით არსებობს ფუნქცია ავტობიდერი, რის დახმარებითაც თქვენ წინასწარ უთითებთ რამდენი ბიდი უნდა დახარჯოთ, ხოლო ჩვენი სისტემა ავტომატურად განათავსებს ბიდს, თუნდაც საიტიდან იყოთ გამოსული.
3) გამოიმუშავეთ უფასო ბიდები
ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა ჩვენს წამახალისებელ გათამაშებებში, (მაგ.: გაიზიაროს ჩვენი გვერდი facebook- ზე, მიცეს ჩვენს კურიერს საშუალება გადაუღოს ფოტო მოგებულ ნივთთან ერთად და ა.შ) და მიიღოს უფასო ბიდები. მსგავსი აქციები ხშირად გამოჩნდება ჩვენს facebook-ის გვერდზე, ადევნეთ თვალი სიახლეებს.

ზემოთ დაბრუნება