დახმარება

რამდენს ფულს აკეთებს Qbid.ge?«  დახმარების გვერდზე დაბრუნება

რამდენს ფულს აკეთებს ჩვენი აუქციონი?

ჩვენი მიზანია ჩვენს მომხარებლებს შევუქმნათ სასიამოვნო გარემო და შევთავაზოთ მაქსიმალურად დიდი დანაზოგი ნივთებზე. ყველაზე მცდარი წარმოდგენა ჩვენს მიმართ, არის ის, რომ ჩვენ ვიღებთ უზარმაზარ მოგებას ჩვენს ყოველ აუქციონზე. ამ მომენტისთვის, ჩვენი საშუალო მოგების მარჟა არის 5%–10%. შედარების მიზნით, Wal-Mart-მა (უმსხვილესი მარკეტების ქსელი მსოფლიოში) წარადგინა რეპორტი და მისი მარჟა არის 3.5%. ბევრს აინტერესებს, როგორ არის შესაძლებელი, რომ მაგალითად iPod Touch –ის აუქციონზე შეიძლება დაიხარჯოს 1500 ბიდი.
ახსნა არის შემდეგნაირი:
ფუნქცია Buy Now
უმეტეს მომხმარებელს გონია, რომ ერთ აუქციონზე მხოლოდ ერთი ნივთი იყიდება. რეალობაში, ბევრი მომხმარებელი ყიდულობს ნივთს Buy Now ფუნქციით, აუქციონის გარეშე, შესაბამისად ერთ აუქციონზე გამოტანილი ნივთი შესაძლებელია გაიყიდოს 7 ჯერ.ეს იმას ნიშნავს, რომ iPod Touch ზე რომელზეც დაიხარჯა 1500 ბიდი, მოიგო ერთმა მომხარებელმა, ხოლო 7 მომხმარებელა იყიდა პროდუქტი აუქციონის გარეშე. ამ 7 შეკვეთის დამუშავებას, შეძენას და მიწოდებას (უფასო მიწოდების სერვისი) თან ახლავს გარკვეული ხარჯები, რაც მთლიან მოგებას მნიშვნელოვნად ამცირებს.ასევე, როდესაც მომხარებელი სარგებლობს ამ ფუნქციით, ის სარგებლობს ფასდაკლებით, ანუ პროდუქტის ღირებულებას აკლდება გახარჯული ბიდების საფასური.
Qbid კარგავს ფულს ბევრ აუქციონში:
ჩვენი ვებ–გვერდი ნახულობს ზარალს დაახლოებით აუქციონების ნახევარში, ნებისმიერ მოცემულ დღეს. ჩვენ არ ვიღებთ დიდ მოგებას მსხვილ პროდუქციაზე, ასევე ჩვენ ვნახულობთ მატერიალურ ზარალს მცირე აუქციონებზე. ძვირადღირებული აუქციონებიდან შემოსული მოგების დიდი ნაწილი ხმარდება მცირე აუქციონებზე მიღებული ზარალის ანაზრაურებას.
ოპერირების ხარჯები
დამატებით, ჩვენ გვაქვს სხვა ხარჯებიც, როგორებიცაა: მარკეტინგი, ოფისის ქირა, ქოლ–ცენტრი, ლაივ ჩატის მომსახურება, უფასო მიტანის სერვისი
რას ნიშნავს ეს ყველაფერი
ჩვენი ვებ–გვერდი ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ჩვენი მომხმარებლების რიცხვიც იზრდება. მიხუდედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ მაქსიმალურად დაბალი ფასები და შევინარჩუნოთ ლიდერობა შოპინგის სფეროში, რადგან ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს მომხარებელს.

ზემოთ დაბრუნება