დახმარება

ხშირად დასმული კითხვები«  დახმარების გვერდზე დაბრუნება

როგორ მივიღო მონაწილეობა?

აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად აუქცილებელია:


1. გაიროთ რეგისტრაცია ჩვენს გვერდზე
2. შეიძინოთ ან გამოიმუშაოთ ბიდები
3. ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი აუქციონი და დაიწყოთ მონაწილეობა

ზემოთ დაბრუნება

რა არის ბიდი და ბიდპაკეტი?

ბიდი არის აუქციონზე მონაწილეობის საშუალება. აუქციონებზე შეგიძლიათ იმდენი ბიჯის გაკეთება, რამდენი ბიდიც გექნებათ თქვენი მომხმარებლის ანგარიშზე.

ერთი ბიდი გაძლევთ საშუალებას 0.01 თეთრით გაზარდოთ აუქციონის ფასი.

ბიდპაკეტი არის ბიდები გარკვეული რაოდენობა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ "ბიდების შეძენის" გრაფიდან. რაც უფრო დიდი რაოდენობის ბიდების პაკეტს შეიძენთ მით უფრო ნაკლები გამოგივათ ერთეული ბიდის ღირებულება.
ქვემოთ იხილეთ შემოტავაზებული ბიდპაკეტები:

1. ტარტპაკეტი - 25 ბიდი - 5.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,20ლ

2. Xპაკეტი - 50 ბიდი - 10.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,20ლ

3. S პაკეტი - 100 ბიდი - 20.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,20ლ

4. M პაკეტი - 250 ბიდი - 50.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,20ლ

5. L პაკეტი - 500 ბიდი - 90.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,18

6. XL პაკეტი - 1000 ბიდი - 160.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,16

7. MEGA პაკეტი - 2000 ბიდი - 300.00ლ - ერთი ბიდის ფასი 0,15

ზემოთ დაბრუნება

რა ტიპის აუქციონია?

ჩვენი აუქციონი ბიდინგის პრინციპზეა დამყარებული.

აუქციონების საწყისი ფასი ძირითადად 0,00 ლარია და ყოველ ბიჯზე ფასი იზრდება 1 თეთრით. საბოლოო ფასი დამოკიდებულია მომხმარებელთა აქტივობაზე. მომხმარებელს არ აქვს უფლება ერთეულ ბიჯზე 1 თეთრზე მეტით გაზარდოს ფასი. ჩვენთან არსებობს გასაყიდი მინიმალური (სარეზერვო) ფასი.
ყველა აუქციონს თან ერთვის დასრულების დროის უკუათვლა (საათი, წუთი, წამი).
აუქციონი სრულება ამ დროის ამოწურვის შემდეგ, თუ უკანსკნელი 10 წამის განმავლობაში არცერთი მომხმარებელი არ გააკეთებს ბიჯს. 
აუქციონის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულია ის მომხმარებელი, რომელიც აღმოჩნდება უკანსკნელი ბიდის ანუ უმაღლესი ფასის დამაფიქსირებელი.
აუქციონზე გამარჯვებით მომხმარებელი იძენს უფლებას აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასად შეიძინოს აუქციონზე გამოტანილი პროდუქტი.
შეძენილ ნივთს აუქციონის საფასურის გადახდიდან 3 სამუშაო დღეში მოგაწვდით ჩვენი კურიერი ან ჩვენი კომპანიის მომსახურე საკურიერო კომპანია. თბილისის მაშტაბით მიწოდება უფასოა, რეგიონებში მიწოდების საფასური დამოკიდებულია მდებარეობაზე (იხილეთ რეგიონებში მიწოდების საფასური სპეციალურ გრაფაში).

იმ შემთხვევაში თუ უკანასკნელ 10 წამში რომელიმე მომხმარებელი გაზრდის ფასს, დროის ათვლა იწყება კვლავ 10 წამიდან.
მომხმარებელთა უმეტესობა ყოველთვის ცდილობას ბიჯების გაკეთებას უკანასკნელ წამებზე, სწორედ ამიტომ 10 წამიანი რაუნდები ხშირ შემთხვევაში საათობითაც შეიძლება გაიწელოს.
ასეთი შემთხვევებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობიდერი, დააყენოთ ბიდების განთავსების თქვენთვის სასურველი თანხა და გასახარჯი ბიდების ოდენობა. სისტემა თავად განათავსებს ბიდებს მიუხედავად იმისა იჯდებით თუ არა კომპიუტერთან და ჩართული გექნებათ თუ არა ჩვენი გვერდი.

ზემოთ დაბრუნება

რა არის ავტობიდერი?

ავტობიდერი არის დროის დაზოგვის საშუალება, რომელიც თქვენი მითითების შესაბამისად ავტომატურად ათავსებს ბიდებს მიუხედავად იმისა ზიხართ თუ არა კომპიუტერთან და ჩართული გაქვთ თუ არა ჩვენი გვერდი.

ავტობიდერის გრაფაში თქვენ ირჩევთ "საწყის ფასს" (დან), საიდან გსურთ, რომ ავტობიდერმა დაიწყოს ბიდების განთავსება და ბიდების ოდენობას, რა ოდენობაც გსურთ, რომ გახარჯოს ავტობიდერმა.
ავტობიდერი ძალიან კარგი საშუალებაა ბიდების ეკონომიურად განსათავსებლად, რადგან ის ცდილობს უკანასკნელ 2 წამში განათავსოს ბიდი ანუ აცდის სხვა მომხმარებლებს, რომ ჯერ მათ განათავსონ ბიდები და ამით ცდილობს ეკონომიურად გახარჯოს მითითებული ბიდების ოდენობა.
ავტობიდერზე მითითებული ბიდების ოდენობა ავტომატურად გეჭრებათ ანგარიშიდან, მაგრამ თუ აუქციონი დამთავრდება მითითებულზე ნაკლებ ბიდად, გაუხარჯავი ბიდები უკან გიბრუნდებათ ანგარიშზე. შეგიძლიათ დააყენოთ რამდენიმე ავტობიდერი სხვადასხვა საწყის თანხებზე. ავტობიდერი შეგიძლიათ გათიშოთ ნებისმიერ დროს და გაუხარჯავი ბიდები ავტომატურად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.
ავტობიდერის გრაფაში არის ორი ტაბი: "ავტობიდერის დაჯავშნა" და "ჯავშნების სია"
"ავტობიდერის დაჯავშნ"-ის ტაბიდან შეგიძლიათ ჯავშნის გაკეთება
"ჯავშნების სია"-ში კი შეგიძლიათ ნახოთ ან გათიშოთ თქვენს მიერ ჩართული ავტობიდები.
ჩვენი მომხმარებლების 90%-ზე მეტი წარმატებით სარგებლობს ავტობიდერით.

სხვადასხვა აუქციონზე დაჯავშნილი ავტობიდერების ნახვა შეგიძიათ თქვენი მომხმარებლის პანელში, "ჩემი ავტობიდერის" გრაფაში.

ავტობიდერის მიერ განთავსებული ბიდების ისტორიის ნახვა შეგიძლიათ თქვენი მომხმარებლის პანელში, "ბიდების მართვა/ბალანს"-ის გრაფაში.

თუ ერთ აუქციონზე ავტობიდერი ერთსა და იმავე დიაპაზონში ჩართული ექნება, რამდენიმე მომხმარებელს, ბიდები განთავსდება თანმიმდევრობის მიხედვით.

ზემოთ დაბრუნება

რას ნიშნავს აუქციონის დადასტურება?

თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მოგებულ აუქციონზე ან დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ მიღება. 

მოგებული აუქციონის დადასტურება ხდება თქვენი მომხმარებლის პანელიდა "მოგებული აუქციონების" გრაფიდან". 
დასადასტურებლად გაქვთ 7 დღე აუქციონზე გამარჯვებიდან.


*გაითვალისწინეთ, რომ მოგებული აუქციონის უარყოფის შემთხვევაში, მასზე დახარჯული ბიდები არ ბრუნდება

ზემოთ დაბრუნება

რას ნიშნავს მოგებულ აუქციონზე ანგარიშსწორება?

აუქციონზე გამარჯვებით თქვენ იძენთ აუქციონზე გამოტანილი პროდუქტის აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასად შეძენის უფლებას.

აუქციონის დასრულების შემდეგ ადასტურებთ აუქციონზე მოგებული ნივთის შეძენის სურვილს, ახდენთ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასის ანგარიშსწორებას და ჩვენი კურიერი 3 სამუშაო დღეში მოგაწვდით შეძენილ პროდუქტს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

მოგებულ აუქციონზე ანგარიშსწორება ხდება ონლაინ რეჟიმში, თქვენი მომხმარებლის პანელიდან "მოგებული აუქციონების" გრაფაში.

ზემოთ დაბრუნება

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

ჩვენ გვერდზე ანგარიშსწორება შეგიძლიათ ნებისმიერი ქართული ბანკის Visa/Mastercard ბარათებით.

ბიდების შეძენა შეგიძლიათ, როგორც ნებისმიერი ქართული ბანკის Visa/Mastercard ბარათებით, ასევე ჩასარიცხი აპარატებიდანაც.

იხილეთ ვიდეოინსტრუქციები

ზემოთ დაბრუნება

მიბრუნდება თუ არა გახარჯული ბიდები?

1თ ლოგოტიპით აღჭურვილ აუქციონებზე გახარჯული ბიდები არ გიბრუნდებათ მიუხედავად იმისა, რა წარმატებით დაასრულებთ აუქციონზე მონაწილეობას.


გახარჯული ბიდების ნახევარი ბრუნდება მხოლოდ აქციის ფარგლებში გამოცხადებულ HB ლოგოტიპით აღჭურვილ აუქციონბზე (წარუმატებლობის - ვერ მოგების შემთხვევაში), რომლებიც გამოცხადება სხვადასხვა დროის აქციის ფარგლებში. 
HB ლოგოტიპით აღჭურვილ აუქციონბზე გახარჯული ბიდების ნახევარი გიბრუნდებათ მომხმარებლის ანგარიშზე აუქციონის დასრულებისთანავე.

ზემოთ დაბრუნება

როგორ უნდა მივიღოთ შეძენილი ნივთები?

შეძენილ ნივთების ჩვენი ან ჩვენი მომსახურე კომპანიის (DHL, TNT) კურიერი მოგაწვდით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

თბილისის მაშტაბით მიწოდება უფასოა.
რეგიონებში ტრანსპორტირების საფასური მერყეობს 3-დან 15 ლარამდე ადგილმდებარეობის მიხედვით.

ზემოთ დაბრუნება

შემიძლია თუ არა ბიდების შეძენა ფეიბოქსიდან?

ბიდების შეძენა შეგიძლიათ TBC pay-ს ჩასარიცხი აპარატებიდან.

დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლისთვის მონიჭებული ექვსნიშნა ID ნომერი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მომხმარებლის პანელში (ავატარის ქვეშ).

TBC pay-ს ჩასარიცხ აპარატზე Qbid.ge-ს საპოვნელად იხილეთ ვიდეოინსტრუქციები.

ზემოთ დაბრუნება

შემიძლია თუ არა შენაძენის ოფისიდან გატანა?

Qbid.ge არის ონლაინ აუქციონი, ამიტომ ყველა სერვისს იღებთ სახლიდან გაუსვლელად.

შენაძენის მიღებამდე ჩვენი კურიერი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და შეგითანხმებთ მიწოდების ზუსტ დროსა და ადგილს.

ზემოთ დაბრუნება

სად შემიძლია ვნახო თქვენი საკონტაქტო ნომერი?

მომხმარებელთა დიდი ინტერესესისა და ზარების დიდი რაოდენობის გამო ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი უჩანთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს რეგისტრაციის დამადასტურებელ ელ.ფოსტაზე.

ზემოთ დაბრუნება

შემიძლია თუ არა შენაძენის დაბრუნება?

თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ თქვენი შენაძენი ნებისმიერი მიზეზით 21 დღის განმავლობაში.

ამ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მხოლოდ აუქციონზე გადახდილი საფასური და არა აუქციონზე გახარჯული ბიდების რაოდენობა ან მათი საფასური.

ზემოთ დაბრუნება